1. პროექტის სახელი:
ჩუქურთმიანი სახლების სევდა.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით.
ზუგდიდში, მის სოფლებში არსებული ძველი არქიტექტურული სტილით აგებული კერძო სახლების აღწერა, შესწავლა, ვიდეო მასალის მომზადება, კატალოგის შექმნა.
3. პროექტის სრული აღწერა.
ზუგდიდში ჯერ კიდევ არის შემორჩენილიძველი არქიტექტურული სტილით აგებული ხის და კაპიტალური სახლები, რომლებიც ალამაზებს ქალაქის იერსახეს, მაგრამ შეიძლება ეს სახლები კერძო მფლობელებმა დაანგრიონ და მის ადგილას აშენდეს ახალი შენობები, ამით ქალაქს ეკარგება ძველი არქიტექტურული იერსახე.
პროექტის მიზანია მოხდეს ამ სახლების სრული აღწერა, შესწავლა, რაც შესაძლებელს გახდის იმ ძველი ორნამენტებისა და დეტალების გამოყენებას ახალ მშენებლობაში, რათა არ დაიკარგოს ჩვენი კუთხის ტრადიციული არქიტექტურა და ორნამენტები. ამ კვლევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სახლები რომლებიც შეიძლება გადაეცეს ძეგლთა დაცვის სამსახურს.
შეიქმნება რამდენიმე ჯგუფი რომელიც გადანაწილდება ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში რათა მოხდეს ამ სახლების სრული აღწერა და ფოტო მასალის მომზადება. დადგინდება სახლების მისამართები, დაიდება ისტორია, მოხდება განსაკუთრებული ღირებულებების
სახლების არჩევა.
4. მონაწილეთა ასაკი:
15–16 წლის მოსწავლეები.
5. ვადები/ხანგრძლივობა.
პროექტის ხანგრძლივობა გაგრძელდება 4 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.
1) გეგმის დასახვა.
2) საჭირო გადასაღები აპარატურის მოძიება.
3) ლექციური საუბრები.
4) თანხებისა და ტრანსპორტის მოძიება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტეი, რაც შეიძლება, შეიქმნას:
დაიდება ყველა ძველი სახლის ისტორია და ფოტო მასალა, რაც შესაძლებელს გახდის
შეიქმნას ბუკლეტები, კატალოგი და მომავლისთვის არ იქნება დაკარგული ჩვენი ქალაქის
ძველი სახლების არქიტექტურა.
8. სარგებელი სხვებისათვის:
სხვებიც დაიწყებენ და გაუფრთხილდებიან სიძველის დაცვას, ისწავლიან ამ რქიტექტუ –
რას შესაძლებელი გახდება მათი გამოყენება.
9. სამუშაო ენა:
ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან.
ზუგდიდის რაიონის სოფ დარჩრლის საჯარო სკოლა.
ზუგდიდის რაიონის სოფ ურულუს საჯარო სკოლა.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუზეუმი.
12. პროექტის ფასილიტატორი:
ხათუნა ახალაია.
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
khatuna.akhalaia@gmail.com
14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
Tuesday, April 20, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)